კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა 20 ივლისს ჩატარდება!

კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა 20 ივლისს ჩატარდება.

 

გამოცდის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაცია გამოცხადდება  არაუგვიანეს 10 ივლისისა.

 

ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.

 

ტესტის სტრუქტურა:

  •  ტესტი  შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.
  • 19 ამოცანა -  6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 2 ქულით
  • 6 ამოცანა -  6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხები, ამოცანების მიხედვით,  შეფასდება 2,1 ქულით, 2,2 ქულით, 2,3 ქულით, 2,4 ქულით, 2,5 ქულით და 2,6 ქულით (მითითებული იქნება ტესტში).  
  • ტესტის მაქსიმალური ქულაა 52,1.

ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.

 

მისაღებ გამოცდაზე საკონკურსო ადგილების რაოდენობა და საკონურსო პირობები გამოცხადდება არაუგვიანეს 10 ივლისისა.

 

მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:

  •  მოსწავლეს, რომელმაც დაძლია მე-6 კლასი.
  • გამოცდაზე არ დაიშვება  მოსწავლე, რომელმაც  2023-2024  სასწავლო წელს დაძლია მე-7 კლასი.

 

რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 2-39-67-96 557375969

 

იმ მოსწავლეებსრომლებმაც დაასრულეს კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-6 კლასის მე-3 მოდული,  საგამოცდო რეგისტრაცია არ სჭირდებათისინი ითვლებიან რეგისტრირებულადამ მოსწავლეებმა გამოცდაზე უნდა წარმოადგინონ ან ID ბართიან პასპორტიან სკოლის მიერ დამოწმებული ფოტოსურათიანი ცნობაპირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.

 


 კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!



ზემოთ